მარტოხელა პენსიონერების, ინვალიდების, გაჭირვებულთა და მრავალშვილიანი ოჯახების კვების პროდუქტებით და ჰიგიენური საგნებით უზრუნველზოფის ექვსთვიანი პროექტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

მარტოხელა პენსიონერების, ინვალიდების, გაჭირვებულთა და მრავალშვილიანი ოჯახების კვების პროდუქტებით და ჰიგიენური საგნებით უზრუნველზოფის ექვსთვიანი პროექტი
05.05.2021 / article / #church-tbilisi#projects



ძვირფასო მრევლო!

ეს წელი ნამდვილად არ იყო ადვილი, ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია, როდესაც შენს გვერდით არიან სანდო, ერთგული და პასუხისმგებელი ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამოგიწოდონ დახმარების ხელი, რაც მოხდა.

წელს, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ექვსთვიანი (ნოემბერი-აპრილი) პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს მარტოხელა პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, გაჭირვებულებს და  მრავალშვილიან ოჯახებს კვების პროდუქტებით და ჰიგიენური საგნებით, უფრო მასშტაბური გახდა და მოიცვა ქ.თბილისის, გარდაბნის, რუსთავის და დაბა ძველი ქანდის 116 ოჯახი. ეს შესაძლებელი გახდა ოჯახის წევრების რაოდენობიდან გამომდინარე დახმარების კატეგორიებად განაწილების გამო.

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და გადავუხადოთ გულწრფელი, გულითადი  მადლობა ამ პროექტის დონორებს, აბუნა მანუელ ბოჯის, რონი ბოჯის და მელოდი ბოჯის

ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ შორის არსებობს მეგობრობისა და სიყვარულის ხიდი, ურთიერთგაგება და ნდობა.კიდევ ერთხელ გვსურს გადავუხადოთ მათ მადლობა, რადგან მათ  მრავალი საკუთარი პრობლემა, სირთულე და ვალდებულები გააჩნიათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერაყში  მძიმე მდგომარეობაა, ძალიან ბევრი ჩვენი ლტოლვილი მიმოფანტულია სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ხალხი ყველას ეხმარება, ერთი ხელით ერაყში ეხმარებიან, მეორეთი ჩვენზე ზრუნავენ, დახმარებას უწევენ აქაც და იქაც. ეს აფართოებს ეკლესიას და ხდის მას ჭეშმარიტად კათოლიკურს (უნივერსალურს, საყოველთაოს), აქცევს მას  ერთ სხეულად.

ჩვენ ასევე გვინდა გულწრფელი მადლიერება გამოვუცხადოთ ჩვენს ძვირფას მოხალისეებს მათი ცხოვრებისეული პოზიციის, პირადი მაგალითის და მრავალწლიანი  უსასყიდლო შრომისთვის.

გმადლობთ, ქრისტიანობის ჭეშმარიტი ღირებულებების სწორად გააზრებისთვის, რაც არის მოწყალება და მოყვასზე ზრუნვა.




გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -