კონფერენციების კურსი: "ჯანსაღი პიროვნების ნიშნები"

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

კონფერენციების კურსი: "ჯანსაღი პიროვნების ნიშნები"
16.06.2021 / article / #church-tbilisi#projects



მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია თბილისში ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეტიადგარის მეთაურობით დიდი ხანია გეგმავდა კონფერენციების კურსის დაწყებას თემაზე: "ჯანსაღი პიროვნების ნიშნები". ეს არის ახალგაზრდული შეხვედრების, მრევლთან ბიბლიური შეხვედრების ერთგვარი გაგრძელება, რომელსაც ჩვენ 25 წლის განმავლობაში სისტემატურად ვატარებთ. წელს, პანდემიის გამო, მოგვიწია ზოგიერთი საგანმანათლებლო და რელიგიური პროგრამის შეჩერება. ამან გვიბიძგა გადავსულიყავით ლიტურგიის და უმცროსი ჯგუფის არამეული ენის გაკვეთილების ონლაინ მაუწყებლობაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის ფაქტმაც ნაწილობრივ განაპირობა ჩვენი კონფერენციების ფორმატი, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გარეშეც, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო რთულდება შეხვედრებსა და კონფერენციებზე ფიზიკურად დასწრება. ჩვენი ახალგაზრდები, და არა მხოლოდ ისინი, შაბათ-კვირასაც სწავლობენ ან მუშაობენ, ხოლო ვიდეო ფორმატის საშუალებით ეს კონფერენციები ხელმისაწვდომი გახდება მიზნობრივი აუდიტორიისთვის მთელ მსოფლიოში ნებისმიერ დროს. სწორედ ამიტომ ქორეპისკოპოსი ბენიამინი ჩაატარებს კონფერენციებს არამეულ ენაზე, რასაც თან დაედება რუსული თარგმანი.

კონფერენციების კურსი ეძღვნება ჯანსაღი პიროვნების, ჯანსაღი ადამიანის ნიშნებს, როგორი უნდა იყოს იგი იმისთვის, რომ მისაღები და სასიამოვნო გახდეს მის გვერდით მყოფ სხვა ადამიანისთვის. ამ საკითხების ცოდნა და ანალიზი ძალზედ მნიშვნელოვანია ერთმანეთის უკეთ გასაცნობად, საღვთო წერილის აღქმისთვის, და საერთოდ ადამიენების უკეთ გაგებისთვის, რათა შევძლოთ საზოგადოებაში ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება.

ჩვენ ხშირად ვცდილობთ გავიგოთ რას ფიქრობენ სხვები, საკუთარ თავს ვეკითხებით: რატომ მოიქცნენ ასე და არა სხვაგვარად? ზოგჯერ კი: რატომ ვიქცევი მე ასე - და შემიძლია თუ არა სხვანაირად? ეს ყველაფერი ჩვენ ფსიქიკასთან არის კავშირში და ადამიანის არსებობის, მისი არსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, სწორედ ამიტომ ყველა უნდა ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციას ამის თაობაზე.

იმედი მაქვს, კონფერენციების ეს კურსი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე




გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -