პანდემიის მეორე წელია საქართველოში და უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობა აზარალებს ყველას განსაკუთრებით კი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას: პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უმუშევრებს, გაჭირვებულებს.
ჩვენი ძვირფასი აბუნა ბენიამინ ბეტიადგარის სულისკვეთების და აგრეთვე ჩვენი დონორების მამა მანუელ ბოჯის, ბატონ რონ ბოჯის და ქალბატონ მელოდი ბოჯის (დეტროიტი, აშშ) გულისხმიერების წრალობით წელს საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი ნაცვლად ექვსი თვისა გასტანს 8 თვეს (სექტემბერი-აპრილი) და მოიცავს ქ. თბილისის, გარდაბნის, რუსთავის და დაბა ძველი ქანდის 122 ოჯახს.
აღნიშნული პროექტი ამ ჯერზეც ნამდვილად დაეხმარება ბევრ ოჯახს გადალახონ არსებული სირთულეები, განსაკუთრებით წელს, როდესაც ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდა პანდემიის გამო, რამაც ხშირ შემთხვევებში გამოიწვია უმუშევრობა.
უკვე მრავალი წელია, ჩვენი ეკლესიის ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების პრაქტიკული ნაწილი, კერძოდ:
ხორციელდება ჩვენი მოხალისეების, მრევლის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლების მიერ. კიდევ ერთხელ, უსაზღვრო მადლობას ვუხდით ყველას ამ პროექტის განხორციელებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!