თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მეთორმეტე წლისთავი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

თბილისში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მეთორმეტე წლისთავი
17.10.2021 / article / #church-tbilisi#events



17 ოქტომბერს თბილისში წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ- ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდა საზეიმო ლიტურგია, რომელიც მიეძღვნა წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის კურთხევის მეთორმეტე წლისთავს და ჩვენი ძვირფასი ქორეპისკოპოსის ბენიამინ ბეტიადგარის ქორეპისკოპოსად ხელდასხმის მეთორმეტე წლისთავს;

ასევე, გაიმართა ჩვენი ძვირფასი ნუგზარ სოსიაშვილის დიაკვნად ხელდასხმის ცერემონია. ჩვენ ვულოცავთ მას ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მის ცხოვრებაში, დღეს, რომელსაც პირადად იგი და სრულიად მრევლი მოუთმენლად ელოდა. ჩვენ ვუსურვებთ მას სულიერ და ფიზიკურ ძალებს ხალხის მსახურების სამსახურში.

12 წელი ერთი შეხედვით არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ძნელი ჩამოსათვლელია რამდენი სასარგებლო და სასიკეთო რამ იქნა განხორციელებული ამ წლების განმავლობაში სასულიერო, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო მიმართულებით. პერსპექტივაში ძალიან ბევრი პროექტი და იდეა გაგვაჩნია, მაგრამ უკვე დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესია, როგორც რელიგიის და განათლების ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრევლის გაერთიანების, ახალგაზრდა თაობის ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებების სულისკვეთებით აღზრდის და მათი მშობლიური კულტურისადმი და უძველესი რელიგიური ტრადიციაბისადმი დაახლოების საქმეში.

სპეციალურად ამ დღისთვის, ადგილობრივ საკრებულოსთან ერთად სასიხარულო ღონისძიების აღსანიშნავად, ირანიდან ჩამობრძანდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მარ თომა მერამი, რომელიც გახლავთ ურმიის არქიეპისკოპოსი, სალამასის ეპისკოპოსი და თეირანის საპატრიარქო ადმინისტრატორი.

ბევრი მოწვეული სტუმარი, ჩვენი მეგობარი და დონორები, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ვერ დაესწრო სადღესასწაულო ლიტურგიას, რათა გაეზიარებინა ჩვენთან ერთად სიხარული, მათ ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ ამ მოვლენას ონლაინ რეჟიმში.

ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უსაზღვრო მადლიერება თქვენდამი თქვენი მხარდაჭერისთვის: მორალური, სულიერი და მატერიალური. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს ზრუნვას, თანადგომას და სიყვარულს.

ძვირფასო მრევლო! კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს! გილოცავთ ყველას! მათ, ვინც დღეს ჩვენთან არის და მათაც, ვინც ვერ მოესწრო ამ სასიხარულო მოვლენას, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი კეთილი საქმეებისთვის ლოცულობს ზეციდან!

ჩვენ ასევე ვულოცავთ ჩვენს ძვირფას აბუნა ბენიამინს ქორეპისკოპოსად ხელდასხმის მეთორმეტე წლისთავს! აბუნა, უსაზღვრო და გულითადი მადლობა ჩვენგან ამ რთული წლებისათვის, მსხვერპლისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის! მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის გატარებული ყოველი დღისთვის!



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -