ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ბავშვების კურთხევის ღვთისმსახურება
30.01.2022 / article / #events#church-tbilisi



ნათელი, მხიარული, კეთილი ტრადიცია - ბავშვთა კურთხევის ლიტურგია, რომელიც  წმ. მოწამის მარ შიმონ ბარ საბაეს ეკლესიაში ტარდებოდა ჩვეულებისდაგვარად ნათლისღების დღესასწაულის მომდევნო კვირას (იანვრის პირველი ნახევარი), წელს გაიმართა 30 იანვარს. 

შარშან, 2021 წელს, ჩვენ, სამწუხაროდ,  ვერ შევძელით ტრადიციულად მხიარულად აგღვენიშნა ეს დღე: გასართობი საბავშვო პროგრამით, ანიმატორებისა და საყვარელი ზღაპრის პერსონაჟების მონაწილეობით, რომლებშიც ჩვენი მოხალისეები გარდაისახებიან ხოლმე პატარების გულის გასახარად. ვერც წელს ჩავატარეთ დაგეგმილი გასართობი ღონისძიებები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვთა კურთხევის ლიტურგია მაინც შედგა.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები თბილისიდან, გარდაბნიდან, რუსთავიდან და სოფელ ძველი ქანდიდან. მათ მიიღეს კურთხევა და წმინდა ზეთით ცხება.

აღსანიშნავია რომ, წლიდან წლამდე ბავშვთა და მოზარდთა სულ უფრო მეტი რაოდენობა იღებს მონაწილეობას ღვთიმსახურებაში: ისინი გალობენ საეკლესიო გუნდში, ასრულებენ დიაკვნების მოვალეობებს, კითხულობენ ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან მშობლიურ ენაზე, რითაც ეცნობიან და ეზიარებიან საკუთარ კულტურას და უძველეს რელიგიურ ტრადიციებს. წელს მოგვხიბლეს ყველაზე პატარებმა, საეკლესიო სკოლის უმცროსი ჯგუფის ბავშვებმა, რომლებმაც შეასრულეს საეკლესიო საგალობელი მშობლიურ ენაზე.

ნამდვილად სასიამოვნოა და გასახარი, რომ ბავშვები სიამოვნებით ეცნობიან მშობლიურ ენას და კულტურას, რადგან ისინი არიან ჩვენი ეკლესიის და ერის მომავალი და როგორი იქნება ეს მომავალი დღეს დამოკიდებულია  ჩვენზე, უფროსებზე.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -