ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას
31.03.2022 / article / #events



კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების და დაღუპული ადამიანების, ომის უდანაშაულო მსხვერპლთა გამო. საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახელით გვსურდა, შეძლებისდაგვარად, მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა დაზარალებულთა დასახმარებლად, სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი ეკლესიის მოხალისეებმა გარკვეული რაოდენობის სურსათი და ჰიგიენური საშუალებები მიიტანეს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრში “Saint fund”, მისამართზე ზაქარია ფალიაშვილის # 60.

ამ უმძიმეს წუთებში, ვართ თანაზიარნი ტანჯულთა ტკივილისა და მათთან ერთიანნი ლოცვასა და მარხვაში.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -