გარდაბანში საძირკვლის ქვის კურთხევა

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

გარდაბანში საძირკვლის ქვის კურთხევა
18.04.2022 / article / #events#gardabani



დღეს, 18 აპრილს, ჩვენი ეკლესიის დიაკვნების და მრევლის წარმომადგენელთა თანდასწრებით გარდაბნის წმ. მოციქულ თომას ასირიულ- ქალდეურ რელიგიურ - კულტურულ ცენტრის საძირკველში, იქ სადაც განლაგდება წმინდა ტრაპეზი, იდება ნაკურთხი ქვა, რომელიც თბილისის წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის საძირკველიდანაა. ეს ქვა არის სიმბოლო ერთობისა ჩვენს მრავალტანჯულ წინაპრებთან - რწმენისათვის წამებულებთან. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენას ჩვენი საკრებულოს ცხოვრებაში.

წარწერა ქვაზე გვამცნობს: ““თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“. ფსალმუნი 126:1





გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -