27 წელი მისიის დაარსებიდან

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

27 წელი მისიის დაარსებიდან
03.05.2022 / article / #events#church-tbilisi



აბუნა, ჩვენო საყვარელო და ძვირფასო ადამიანო! ნება მოგვეცით, თქვენს მრევლს, დღეს, ამ შესანიშნავ დღეს, მოგილოცოთ საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსების 27 წლისთავი!

ეკლესიის ისტორიისთვის 27 წელი, შესაძლოა, არც თუ ისე ბევრია, მაგრამ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ვინც მისიასთან ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით, ეს ჩვენი ცხოვრების და სულის განუყოფელი ნაწილია. ეს არის ჩვენი წინაპრების ხსოვნა და ჩვენი შვილების მომავალი.

ამ 27 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ გავიზარდეთ თქვენ ხელში, თქვენ მოგვეცით შესაძლებლობა და დაგვეხმარეთ ცხოვრების სწორი გზის პოვნაში, თქვენ ააშენეთ ტაძარი, სადაც თითოეული ჩვენგანი თავს ყველაზე საყვარლად და ძვირფასად გრძნობს!

ჩვენ ყველანი - თქვენი შვილები, ძმები, დები და მეგობრები, გულწრფელად მადლობას გიხდით თქვენი და ჩვენი ცხოვრების შესანიშნავი წლებისთვის, რომლებიც ჩვენ მოგვიძღვენით - თქვენ საყვარელ მრევლს!

მოხარულნი ვართ, რომ არა ერთ თაობას შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ ყავს თქვენნაირი მშვიდობისმოყვარე, კეთილშობილი, მიზანდასახული, სიცოცხლით აღსავსე, ჭკვიანი და ბრძენი მღვდელი! თქვენ ხართ ამოუწურავი ენერგიის წყარო, კოლოსალური შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობისა და თავდადების მაგალითი, რაც გვისახავს რწმენას, იმედს და გვასწავლის ვიყოთ უფრო კარგები!

ჩვენო ძვირფასო აბუნა! გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას, სიკეთეს და პოზიტივს! გისურვებთ წარმატებებს, ახალი იდეების განხორციელებას, ნაყოფიერ მუშაობას და კეთილდღეობას კიდევ გისურვებთ, რომ იყოთ ჩვენთან ერთად დიდხანს, ძალიან დიდხანს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -