საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი
12.11.2022 / article / #



წელს საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი გასტანს 6 თვეს (ნოემბერი-აპრილი) და მოიცავს ქ. თბილისის, რუსთავის, გარდაბნის და დაბა ძველი ქანდის 114 ოჯახს.
სამწუხაროდ, ეს პროექტი არ კარგავს თავის აქტუალობას. წელსაც, როგორც წინა წლებში, იგი მრავალ ადამიანს დაეხმარება გაუმკლავდეს ზამთრის მძიმე პერიოდს, რთულ მატერიალურ მდგომარეობას, რაც გამოწვეულია გლობალური ეკონომიკური კრიზისით, ფასების ზრდით და უმუშევრობით.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უსაზღვრო მადლიერებას ჩვენი ძვირფასი დონორების: აბუნა მანუელ ბოჯის, ბ-ნ რონ ბოჯისა და ქ-ნ მელოდი ბოჯის მიმართ მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მათი გულისხმიერების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავუწოდოთ დახმარების ხელი მოსახლეობის ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ფენებს - პენსიონერებს, შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, უმუშევრებს და გაჭირვებულებს.
ასევე დიდი სიხარულით გვსურს აღვნიშნოთ რომ აბუნა მანუელ ბოჯი, რომელიც გარდა ამ პროექტის დაფინასებისა მხარს უჭერს ჩვენს ეკლესიას დღიდან მისი დაარსებისა, ახლა იმყოფება თბილისში და შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.
ასევე გვსურს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს არაჩვეულებრივ მოხალისეებს მათი უსასყიდლო შრომისთვის.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -