ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის
20.01.2023 / article / #



ყოველ წელს, 18-25 იანვარს, ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის კვირეული აღევლინება. ამ პერიოდში სხვადასხვა დენომინაციის ქრისიტიანები ერთიანდებიან და ეკუმენურ ლოცვას აღავლენენ. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანული საკრებულოები ერთობლივად აღავლენენ ლოცვას, რათა მათ შორის მშვიდობა და ერთიანობა სუფევდეს. ამ ტრადიციას, მთელს მსოფლიოში 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს ოც წელზე მეტია, რაც ასეთ ეკუმენურ ლოცვას უერთდებიან საქართველოში არსებული ქრისტიანული გაერთიანებები.

 

კვირეულის განმავლობაში, კონფესიების სასულიერო პირები და მრევლი ერთად ლოცულობს. ასეთ ლოცვას საქართველოში მხოლოდ ოთხი ეკლესია უერთდება: კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური. ტრადიციის მიხედვით, ყოველ წელს ამ ოთხიდან ერთ-ერთი ეკლესია არის ეკუმენური ლოცვის მასპინძელი.

 

 

2021 წელს, ეკუმენური ლოცვის მასპინძელი იყო ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. 2022 წელსსომხურ სამოციქულო ეკლესია. ხოლო წელს ლოცვას წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეურმა კათოლიკურმა ეკლესია უმასპინძლ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -