აღმოსავლური სასულიერო საგალობლების წიგნი

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

აღმოსავლური სასულიერო საგალობლების წიგნი
27.02.2023 / article / #



მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ ახალი კრებული "აღმოსავლური სასულიერო საგალობლები". ეს გამოცემა შეიცავს ტექსტებს თანამედროვე არამეულ ენაზე და ნოტებს 123 საეკლესიო საგალობლისთვის, რომლებიც განკუთვნილია მთელი ლიტურგიული წლისთვის, მათ შორის სადღესასწაულო, ყოველდღიური და დიდმარხვის მსახურებებისთვის.

წიგნში შესულია როგორც უკვე ცნობილი საგალობლები, ასევე ახალი საავტორო პოეტური ტექსტები, რომლებიც შექმნილია ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეტიადგარის მიერ ბიბლიური საკითხავების საფუძველზე. ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია ერთი და იგივე საგალობისთვის მელოდიის რამდენიმე ვარიანტი, რაც, რა თქმა უნდა, გაამრავალფეროვნებს არჩევანს და უზრუნველყოფს წარმოდგენილი მასალის უფრო ფართო სპექტრს.

 

კრებული განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის - სასულიერო პირებისთვის, გუნდის ხელმძღვანელებისთვის, მრევლისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია და ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობ.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -