წმ. მოციქულის მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ -კულტურული ცენტრის კურთხევა გარდაბანში

სიახლეები

მთავარი / სიახლეები

წმ. მოციქულის მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ -კულტურული ცენტრის კურთხევა გარდაბანში
10.07.2023 / article / #events#gardabani



საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში მცხოვრებ ასირიელთათვის 2023 წლის 10 ივლისი, ქ. გარდაბანში შემდგარი წმ. მოციქულის მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ – კულტურული ცენტრის კურთხევა, ერთ – ერთი იმ მოვლენათაგანია, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ერის მატიანეში.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული დღე იყო ჩვენი მრევლისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი საკრებულოსთვის. ბევრს თვალზე სიხარულის ცრემლიც კი მოერია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ დღეს ასირიელთა არა ერთი თაობა მართლაც მოუთმენლად ელოდა.

თვით შენობა მრავალფუნქციურია და შედგება სამლოცველოსაგან, კლასებისგან სადაც ასირიული მრევლის წარმომადგენლები შეისწავლიან მშობლიურ არამეულ ენას, ისტორიას, კულტურას, აღმოსავლურ საგალობლებს, აგრეთვე უცხო ენებს. ჩვენი მიზანია ვეცადოთ ყველანაირად შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტურობა, ტრადიციები და კულტურა.

მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ – კულტურული ცენტრის საზეიმო კურთხევის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: 

მისი აღმატებულება მარ თომა მერამი - ურმიის არქიეპისკოპოსი და სალამასის ეპისკოპოსი;

მისი აღმატებულება მარ ფრანსის კალაბატი - წმ. თომა მოციქულის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსი (დეტროიტი, ა.შ.შ.);

მისი აღმატებულება მეუფე ჯუზეპე პაზოტო - ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;

მონს. ალექსანდრ რაჰინია - წმინდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი;

ქ-ნი ანაჰით მხოიანი – “საქართველოს კარიტასის” აღმასრულებელი დირექტორი;

ქ-ნი მარიამ ალხანაშვილი - “საქართველოს კარიტასის” ფინანსური მენეჯერი;

ქ-ნი ლიანა მხეიძე – “საქართველოს კარიტასის” პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის სპეციალისტი;

ბ-ნი გაიოზ კუბანეიშვილი – “საქართველოს კარიტასის” ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი;

აგრეთვე საპატიო სტუმრები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან და თბილისის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ – ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მრევლი.

გვსურს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დონორებს, რომელთა ძალისხმევის გარეშეც ჩვენ ვერ შევძლებდით ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის

განხორციელებას:

წმ. თომა მოციქულის ქალდეური კათოლიკური ეპარქია (დეტროიტი, ა.შ.შ.)

Renovabis საქველმოქმედო ორგანიზაცია (გერმანია)

Kirche in Not საქველმოქმედო ორგანიზაცია (გერმანია)

Cnewa საქველმოქმედო ორგანიზაცია (ა.შ.შ.)

ასევე განსაკუთრებული მადლობა მის აღმატებულებას მეუფე ფრანსის კალაბატს და მამა მანუელ ბოჯის (წმ. თომას ქალდეური კათოლიკური ეპარქია, დეტროიტი). ცერომონიის დასასრულს ქორეპისკოპოსი ბენიამინ ბეტიადგარი მოესიყვარულა თბილისისა და გარდაბნის მრევლს, მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო და მნიშვნელოვან დღეს.



გამომცემლობა

- იხილეთ ყველა -