2019 წლის 3 ოქტომბერს, წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესიის დაფინანსებითა და საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მხარდაჭერით ქ. გარდაბანში გაიხსნა პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი სახელწოდებით „შამრაია ტავა“
( „კეთილი სამარიტელი“).
დღიდან დაარსებისა, სამედიცინო პუნქტი უწევს დახმარებას თითოეულ პაციენტს განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. სამედიცინო დაწესებულების დახმარება გამოიხატება შემდეგ სერვისებში:
– სასწრაფო, გადაუდებელი, პირველადი დახმარების აღმოჩენა ტრავმების, დაზიანების, მწვავე და ქრონიკული დაავადების და მოწამვლის დროს;
– თერაპიული მკურნალობის უზრუნველყოფა;
– პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განხორციელება;
– სანიტარულ-ჰიგიენური ცოდნის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.
2019 წლიდან დღემდე, პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტმა დიდი სიყვარულით და სრულიად უსასყიდლოდ გაუწია დახმარება 563 ადამიანს.
წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ - ქალდეური კათოლიკური ეკლესია, ქორეპისკოპოს ბენიამინ ბეტიადგარის ხელმძღვანელობით, როგორც ამ პროექტის ერთადერთი დამფინანსებელი, დიდ მადლიერებას გამოხატავს სამედიცინო პუნქტის „შამრაია ტავას“ და საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის თანამშრომლების მიმართ, კერძოდ:
ბ-ნი გაიოზ ყუბანეიშვილი - საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი;
ქ-ნი ჟანა პეტროსიანი - საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მონაცემთა ბაზის სპეციალისტი;
ჩვენი ძვირფასი მოისეი ადამოვი - სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელი;
ლილი ავრო - სამედიცინო პუნქტის კოორდინატორი;
მარიეტა ადამოვა - სამედიცინო პუნქტის დასუფთავების მენეჯერი.
ძვირფასო „კეთილი სამარიტელი“- ის თანამშრომლებო, ძვირფასო პაციენტებო, ყოველივე თქვენთაგანს - ჯანმრთელობას, მხნეობას, სულიერ სიმტკიცეს და წარმატებას გისურვებთ!