წელს საკვები პროდუქტებით და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის პროექტი გასტანს 6 თვეს (ნოემბერი 2023 - აპრილი 2024) და მოიცავს ქ. თბილისის, რუსთავის, გარდაბნის და დაბა ძველი ქანდის 118 ოჯახს. წელსაც, როგორც წინა წლებში, იგი მრავალ ადამიანს დაეხმარება გაუმკლავდეს ზამთრის მძიმე პერიოდს, რთულ მატერიალურ მდგომარეობას, რაც გამოწვეულია გლობალური ეკონომიკური კრიზისით, ფასების ზრდით და უმუშევრობით.
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უსაზღვრო მადლიერებას ჩვენი ძვირფასი დონორების: აბუნა მანუელ ბოჯის, რონი და ჰიტერ ბოჯის, ჰანი და მელოდი მიოს, ჰანი და იხლას მანსურის, კლინტი და კორტნი მანსურის, შონ და სევან ელიასების, ბასიმ და რაბაბ ბინოს, ბ-ნ და ქ-ნ ნამირ ნადერის, ბ-ნ და ქ-ნ სემ ატიშას, ბ-ნ და ქ-ნ საბერ ამორის მიმართ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მათი გულისხმიერების წყალობით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ფენებს - პენსიონერებს, შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს და გაჭირვებულებს.
ასევე გვსურს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს არაჩვეულებრივ მოხალისეებს მათი უსასყიდლო შრომისთვის.