პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი «კეთილი სამარიტელი» გარდაბანში

ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / გარდაბანი

პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი «კეთილი სამარიტელი» გარდაბანში
ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




პირველადი დახმარების პუნქტის მშენებლობის იდეა უშუალოდ დაბა გარდაბანში განპირობებული იყო იმით, რომ ასირიელთა კომპაქტურად დასახლების ადგილიდან უახლოესი სამედიცინო დაწესებულება ძალზედ მოშორებით მდებარეობს (უახლოეს საავადმყოფომდე 12 კილომეტრია), მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სოფელში ბევრს არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება.

2019 წლის 3 ოქტომბერს ქ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში (ბაქოს ქუჩა, 33) ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის ერთგული მრევლისა და ხელდასხმული დიაკვნის მოისეი ადამოვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქველმოქმედო ფონდმა "საქართველოს კარიტასმა" პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გახსნა.

დაწესებულება “კეთილი სამარიტელის” (შამრაია ტავა) სახელს ატარებს და აშენებულია საქართველოში მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახსრებით. ჩვენი ეკლესია აგრეთვე ამ პროექტის დონორია და უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ფინანსურ მხარეს. თვით მოისეი ადამოვი (განათლებით მედიკოსი) სამედიცინო პუნქტის ხელმძღვანელი გახლავთ, ხოლო ლილი ავრო, რომელიც ჩვენი მრევლის წარმომადგენელია საქართველოს კარიტასის PSM პროგრამაში, - პროექტის კოორდინატორი.

სამედიცინო ცენტრის არქიტექტურული გეგმა მოიცავს პაციენტების მისაღებ ოთახს და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას მათი საცხოვრებელი ადგილის უშუალო სიახლოვეს.

პროექტის მიზნები და ამოცანები:

სასწრაფო, გადაუდებელი, პირველადი დახმარების აღმოჩენა ტრავმების, დაზიანებების, მწვავე და ქრონიკული დაავადებების და მოწამვლის დროს;

თერაპიული მკურნალობის უზრუნველყოფა;

პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განხორციელება;

სანიტარულ-ჰიგიენური ცოდნის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა.


ცენტრის გახსნის მიზანია ხარისხიანი პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა რაიონიდან გაუსვლელად. სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფილია აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით, აგრეთვე პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად საჭირო მედიკამენტებით.