მარ თომას ასირიულ - ქალდეური რელიგიურ - კულტურული ცენტრი გარდაბანში

ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში

მთავარი / გარდაბანი

მარ თომას ასირიულ - ქალდეური რელიგიურ - კულტურული ცენტრი გარდაბანში
ასირიულ–ქალდეური კათოლიკური ეკლესია საქართველოში




მარ თომას ასირიულ - ქალდეური რელიგიურ - კულტურული ცენტრი გარდაბანში

 

საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში მცხოვრებ ასირიელთათვის 2023 წლის 10 ივლის, . გარდაბანში შემდგარი წმ. მოციქულის მარ თომას ასირიულქალდეური რელიგიურკულტურული ცენტრის კურთხევა, ერთერთი იმ მოვლენათაგანია, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ერის მატიანეში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული დღე იყო ჩვენი მრევლისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი საკრებულოსთვის. ბევრს თვალზე სიხარულის ცრემლიც კი მოერია და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ დღეს ასირიელთა არა ერთი თაობა მართლაც მოუთმენლად ელოდა.

 

 

მიზნები და ამოცანები

თვით შენობა მრავალფუნქციურია და შედგება სამლოცველოსაგან, კლასებისგან და სხვადსხვა ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეებისგან. ცენტრში დაგეგმილია სასულიერი, საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული მოღვაწეობის განხორციელება.

 

სასულიერი მოღვაწეობა

ლიტურგიის და საეკლესიო საიდუმლოებების აღვლენა;

ლიტურგიის წესის და აღმოსავლეთის ეკლესიის საგალობლების შესწავლა;

ლექციების ჩატარება ბიბლიურ თემებზე;

კატეხიზაცია (ბავშვთა და ახალგაზრდული ჯგუფები);

 

საგანმანათლებლო მოღვაწეობა

მშობლიური ისტორიის შესწავლა;

მშობლიური ენის შესწავლა;

ქართულის , როგორც სახელმწიფო ენის შესწავლა;

ინგლისური ენის შესწავლა;

მოწვეული სპეციალისტების ლექციები სოციალურ, სამედიცინო, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ საკითხებზე;

თემატური შეხვედრები უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის;

თემატური შეხვედრები ქრისტიანულ ფასეულობებზე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;

ჯგუფების შექმნა უმცროსი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო პროგრამის უკეთ ასათვისებლად;

სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება;

 

ჰუმანიტარული საქმიანობა

უკვე არსებული პროექტების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ გაჭირვებულებს, მარტოხელა პენსიონრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს და მარტოხელა დედებს კვების პროდუქტებით, ტანსაცმელით, სასკოლო ნივთებით და ..

 

მოხალისეთა ჯგუფის ჩამოყალიბება ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით.

 

ცენტრის მშენებლობის წინაპირობები

საქართველოში ასირიელები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, გარდაბანში, სენაკში, ზუგდიდსა და ქუთაისში, აგრეთვე სოფელ ძველ ქანდაში. 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ასირიელთა და ქალდეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2,400 შეადგენდა. ქალაქი გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია და მდებარეობს ქვემო-ქართლში, 33 კმ-ის მოშორებით დედაქალაქიდან.

 

ასურელები საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. 1830- იან წლებში, რუსეთ-სპარსეთის ომის შემდგომ სპარსეთიდან გამოქცეული ასურელი ოჯახების ნაწილი საქართველოში დაფუძნდა.1860 -იანი წლების ბოლოს ურმიელი (ირანი) ასურელების ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში ჩასახლდა ყარაიას ველზე (დღევანდელი გარდაბნის რაიონი) და სოფელი ვასილევკა დაარსა. აქვე  მცხოვრები ასრელები ნაწილი ჩამოსახლდნენ საქართველოში მე- 20 საუკინის 50-იან წლებში აზერბაიჯანიდან, სადაც მათი წინაპრები მე -20 საუკუნის დასაწყისში თურქეთიდან, კერძოდ სოფელ ბოტანიდან და ვანის ტბის მიმდებარე მიდამოებიდან ჩავიდნენ. ურმიიდან (ირანი) ჩამოსული ასურელები მე -19- საუკინის ბოლოს მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაშიც დამკვიდრდნენ. საქრთველოში მცხოვრები ასურელების ნაწილი კათოლიკეა, ნაწილი კი მართლმადიდებელი.

 

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენი ერის წარმომადგენელთა საზღვარგარეთ ემიგრაციის გამო, რაც ქვეყნაში უმუშევრობის მაღალი დონით არის გამოწვეული, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ასირიელთა რაოდენობა. ასევე პრობლემას წარმოადგენს მკვიდრ მოსახლეობასთან ასიმილაცია, რის შედეგადაც იკარგება ეროვნული მახასიათებლები და კულტურული ფასეულობები. ეს ყველა მცირერიცხოვანი ერის პრობლემაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სახელმწიფო. სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვალა საქართველოში ასირიულ-ქალდეური კათოლიკური მისიის დაარსებით და მამა ბენიამინ ბეიადგარის ჩამოსვლით 1995 .

 

თავდაპირველად მისიის ამოცანა შედგებოდა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სწავლების განმარტებასა და გავრცელებაში, მაგრამ რთული ეკონომიკური ფონის და იმ მძიმე პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც მაშინ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ქორეპისკოპოსმა ბენიამინ ბეიადგარმა ეკლესიის საბჭოსთან შეთანხმებით, მიიღი გადაწყვეტილება მისიის მიზნებისა და ამოცანების გაფართოების შესახებ. სულიერ საქმიანობასთან ერთად, დაიწყო ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება, რაც დღევანდელ დღესაც ძალზედ წარმატებულად ხორციელდება ჩვენს ეკლესიაში.

 

2009 წელს თბილისში გაიხსნა წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური რელიგიურ-კულტურული ცენტრი, აქ აღევლინება ქალდეური წესის საღმრთო ლიტურგია და ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, ტარდება სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.

 

სამწუხაროდ, საქართველოში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყნის უმუშევრობის ჯერ კიდევ მაღალი დონის გამო, ყველა, განსაკუთრებით კი ცენტრიდან მოშორებით მცხოვრებლები, ვერ ახერხებენ სრული დატვირთვით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას.

 

არსებობს ეკონომიკური ხასიათის მრავალი პრობლემა, კერძოდ, ოჯახის ყველა წევრის თბილისში ეკლესიაში ჩამოსვლა სირთულეს წარმოადგენს; რაც გარდა უსახსრობისა დაკავშირებულია სოფლის მოსახლეობის ყოფასთან (მათ მხოლოდ კვირაობით აქვთ საშუალება მთელი კვირის ნაშრომი გაიტანონ ბაზარზე გასაყიდად). ბევრს არ შეუძლია თბილისში ეკლესიაში ჩამოსვლა გზის სიშორით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რადგან ეკლესია მდებარეობს 45 კილომეტრში მოსახლეობის კომპაქტური დასახლებიდან და საცობების გამო ორი საათი უხდებათ გზაში ყოფნა.

 

ყველა აღნიშნულმა წინაპირობამ განაპირობა გადაწყვეტილების მიღება გარდბანში ასირიულ-ქალდეური რელიგიურ-კულტურლი ცენტრის მშენებლობის შესახებ. ცენტრი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ხალხის კონსოლიდაციაში, იდენტურობის შენარჩუენებაში, მშობლიურ კულტურასთან დაახლოების საქმეში და აგრეთვე ხელს შეუწყობს ასირიელთა ინტეგრაციას თანემედროვე ქართულ საზოგადოებაში.